დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტში მთავრობის მოსმენა დაიწყო
ავტორი:
2013/ნოემბერი/20 14:30:02
პარლამენტში მთავრობის მოსმენა დაიწყო. მოხსენებით დეპუტატების წინაშე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის. ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს. ღარიბაშვილმა გამოსვლა ბიძინა ივანიშვილისადმი მადლობით დაიწყო.
"პირველ რიგში, მე მინდა ბიძინა ივანიშვილს გადავუხადო მადლობა. ადამიანს, რომელმაც 2 წლის წინ გვერდზე გადადო ყოველივე პირადი და ურთულეს ვითარებაში, ქვეყნის გადასარჩენად ღირსეულად შემოაბიჯა ქართულ პოლიტიკაში. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. არჩვნებსი გზით მშვიდობაიანად შეცვალა ხელისუფლება და ქვეყანაში ძირეული ცვლილებები განახორციელა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა შეასრულა, რეჟიმისგან გაათავისუფლა საქართველო და ღირსეულად დატოვა პოლიტიკა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ივანიშვილს უსურვა ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობა.
ღარიბაშვილის მოხსენების შემდეგ, დაიწყება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები.
მთავრობას პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს. საკითხი კენჭისყრაზე დღის ბოლოს დადგება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია