დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სოფელ ორთაბათუმში იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართება
ავტორი:
2013/ნოემბერი/20 09:30:02
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ორთაბათუმში დღეს, იაპონიის მთავრობის მიერ, ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება. პროექტი სოფლის მეურნეობის პროდუქციისათვის სამაცივრე სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში იაპონიის საელჩოდან აცნობეს, ცერემონიას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტოშიო კაიტანი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან.
"აღნიშნული პროექტის საგრანტო შეთანხმებას ხელი 2013 წლის 7 თებერვალს მოეწერა იაპონიის საელჩოსა და გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ასოციაცია "მთა-ბარის" შორის. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის გაზრდა სამაცივრე სისტემის შექმნის გზით. პროექტის ფარგლებში 225 ადგილობრივი ფერმერი შეძლებს თავისი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ხელს შეუწყობს საექსპორტო პროდუქციის მოცულობის გაზრდას. პროექტის ღირებულება 109,564 ა.შ.შ. დოლარს შეადგენს", - აცხადებენ საელჩოში.
მათივე ცნობით, "გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების" (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც ინიცირებულია ადგილობრივი მთავრობების, სამედიცინო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა არაკომერციული სექტორის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებას.
"პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადო ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დახმარება, გარემოს გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა, სოფლის მეურნეობა, კულტურა და სხვა. 1998 წლიდან GGP–ის ფარგლებში დაფინანსდა 130 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 12,161,961 ა.შ.შ. დოლარი შეადგინა. იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარებამ კი 362 მილიონ ა.შ.შ. დოლარს გადააჭარბა", - განმარტავენ საელჩოში.
ცერემონია სოფელ ორთაბათუმში 11:00 საათზე დაიწყება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია