დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თედო ჯაფარიძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება
ავტორი:
2013/ნოემბერი/19 22:00:03
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება.
პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვენაში გაიმართა შეხვედრა ავსტრიის ყოფილ ელჩთან საქართველოში ჰაიდემარია გიურერთან, რომელიც ამჟამად ავსტრიის რესპუბლიკის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურევროპული ინიციატივის დეპარტამენტის დირექტორია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ავსტრიის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოსა და ავსტრიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს.
შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, განსაკუთრებით "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნიუსის სამიტის კონტექსტში. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პრობლემები, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1210
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია