დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, როგორ იკარგებოდნენ ადამიანები უგზო-უკვლოდ
ავტორი:
2013/ნოემბერი/19 21:00:04
უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვა და შემდეგ რა ბედი ეწიათ მათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამით ირაკლი ღარიბაშვილი მესტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს გამოეხმაურა, რომელმაც პრემიერობის კანდიდატს დავით ცინდელიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს იყო რეალობა, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ იკარგებოდა.
"მე ამ შემთხვევაში არ მაქვს საუბარი თქვენს მიერ ნახსენებ ცინდელიანზე, მაგრამ, ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანია გამქრალი უგზო-უკვლოდ", - უპასუხა ღარიბაშვილმა ვიქტორ ჯაფარიძეს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რამდენიმე უგზო-უკვლოდ გამქრალ ადამიანთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
"სამწუხაროდ და საუბედუროდ საპარლამენტო უმცირესობისთვის, იკვეთება სერიოული დანაშაულის ნიშნები, რომ სწორედ მათ მიერ ნახსენები პირები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადამიანების გატაცებაში და მათ ლიკვიდაციაში.
ეს არის ძალიან მძიმე საქმეები. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ გამოძიებას რამდენიმე პიროვნებაზე. ეს არის ჩვენი ტკივილი, როცა ჩვენი ქვეყნის შვილები, თანამოქალაქეები ასე უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ და დღესაც მათი ოჯახის წევრები ელოდებიან მათ შვილებს. მათ სჯერათ, რომ მათი შვილები არიან ცოცხლები, თუმცა სამწუხაროდ ბევრი მათგანი, წინასწარი ინფორმაციით, იქნა ლიკვიდირებული. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს სჭირდება დამტკიცევბა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმეები იქნას გახსნილი და გამოძიებული. არ შეიძლება ასეთი მძიმე საქმეების გაუხსნელობა, როდესაც რამდენიმე ასეულ ადამიანზე გვაქვს საუბარი, რამდენიმე ასეულ ადამიანზე და არა ერთ და ორ ადამიანზე, თუმცა ერთი ადამიანის სიცოცხლეც სიცოცხლეა. თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ძვირფასია ჩვენთვის",-განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მას არ სურს გამოძიების დასრულებამდე რაიმე დამატებითი კომენტარი გააკეთოს, თუმცა ადასტურებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ადამიანის გატაცება და მათი ლიკვიდაცია ხდებოდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია