დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - განვიცდიდი, როცა სასამართლოში გაგზავნილ საქმეებზე ირკვეოდა, რომ მტკიცებულებები აკლდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/19 20:30:02
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურაში განხორციელებულ ცვლილებებს იმედიანად უყურებს და დარწმუნებულია, რომ ახალი გუნდის პირობებში ყველა საქმე სათანადო მტკიცებულებებით იქნება გამყარებული.
აღნიშნული განცხადება ღარიბაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრისას, დეპუტატ ნუკრი ქანთარიას შეკითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც თავის მხრივ მისი მთავრობის პირობებში სამართლიანობის აღდგენის პერსპექტივით დაინტერესდა.
"განვიცდიდი, როცა სასამართლოში გაგზავნილ საქმეებთან დაკავშირებით ირკვეოდა, რომ ობიექტურად თუ არაობიექტურად იყო სუსტი, მტკიცებულებები აკლდა და ასე შემდეგ. ყველა საქმე, რომელზეც ძიება მიდის, გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. ძალიან დიდი რწმენით ვუყურებ პროკურატურაში განხორციელებულ ცვლილებებს. მჯერა, რომ ახალი გუნდი შეძლებს ეფექტურ მუშაობას და ყველა იმ მტკიცებულების მოგროვებას, რომელიც ამა თუ იმ საქმის უტყუარობას დაადასტურებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ "ყველა მძიმე საქმე იქნება გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი".



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1288
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია