დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილს ხურჩის ინციდენტის საქმეში სერგეი ბაღაფშის გამონათქვამების ჩადება ნორმალურად არ მიაჩნია
ავტორი:
2013/ნოემბერი/19 19:30:02
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რომელიმე პროკურორის მიერ ხურჩის ინციდენტის გამოძიების საქმეში სერგეი ბაღაფშის გამონათქვამების ჩადება ნორმალურად არ მიაჩნია, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერობის კანდიდატი ამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნუგზარ წიკლაურის კითხვას გამოეხმაურა, რამდენად ნორმალურად მიაჩნდა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში, რომელიც დაცვის მხარეს გადაეცა, არის დისკი, სერგეი ბაღაფშის ინტერვიუს ჩანაწერით.
"მინდა იცოდეთ, რომ ქართული პროკურატურა ქართველი პატრიოტის, რომან შამათავას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ამაგრებს სეპარატისტი სერგეი ბაღაფშის მტკიცებეულებებით",-მიმართა წიკლაურმა ღარიბაშვილს.
ღარიბაშვილის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და გაარკვევს. "მაგრამ, მე გეტყვით აბსოლუტური გულწრფელობით, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რაღაც შეცდომები იყო დაშვებული. ჩვენ კარგად ვიცით რაც იყო და როგორც იყო. თუ ხურჩის საქმეზე მეკითხებით, მეც გეტყვით, რომ მაქვს სერიოზული ეჭვები. საკუთარ ხალხს არასოდეს უნდა მოუწყო ტერაქტი იმისათვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვო. ხურჩის ინციდენტის დროს დაიჭრა ჩვეულებრივი მოქალაქე. თქვენ ძალიან კარგად იცოდით, რაც მოხდა და ეს უნდა აღიაროთ",-განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერობის კანდიდატის ამ მიმართვამ "ნაციონალების" აღშფოთება გამოიწვია. გიორგი ბარამიძემ იკითხა, ვის რა უნდა ეღიარებინა. "ის, რომ ტერორისტული აქტი მოუწყვეთ საკუთარ მოქალაქეებს",-უპასუხა ღარიბაშვილმა.
კიდევ ერთმა წევრმა უმცირესობიდან, გივი თარგამაძემ კი ღარიბაშვილს უთხრა, რომ ის ვერ აცნობიერებდა რა მდგომარეობაში იმყოფებოდა. "თავი რად წარმოიდგინეთ?! თქვენ ხართ პრემიერობის კანდიდატი. ბიძინა ივანიშვილიც კი არ ხართ. იშვერთ ხელს, "ტერაქტი ჩაიდინეთო"! მოსამართლე ხართ თუ ვინ ხართ?! ხურჩის ტერაქტი არ არის დადასტურებული ფაქტი და როცა მოსამართლე იტყვის, მერე ილაპარაკეთ. მანამდე ასე ხელების გამოშვერით ნუ ლაპარაკობთ",-მიმართა თარგამაძემ ღარიბაშვილს.
ირაკლი ღარიბაშვილმაც თავის მხრივ აღნიშნა, რომ საბოლოოდ ბევრი რამე გაირკვევა, მათ შორის დამკვეთიც.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია