დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ვინც ღირსი იყო, შსს-დან ყველა გავათავისუფლე
ავტორი:
2013/ნოემბერი/19 17:30:03
ვინც ღირსი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ყველა გავათავისუფლე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრის დროს გივი თარგამაძის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
დეპუტატი შს სამინისტროს მხრიდან სპეცდანიშნულების რაზმებისადმი გამოჩენილი დამოკიდებულებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შსს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიმართ განსაკუთრებულად მტრული დამოკიდებულებებით გამოირჩეოდა.
ღარიბაშვილის თქმით, მინისტრობის დროს იგი სპეცდანიშნულების რაზმების ყველაზე დიდი მხარდაჭერი იყო. "თუ ვინმემ რაიმე გააკეთა სპეცდანიშნულების რაზმებისთვის, ვარ მე, თუ რომელიმე სამინისტროში იყო ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ვიყავი და ვარ მე. სპეცდანიშნულების რაზმები და მათი ბაზები იყო მძიმე მდგომარეობაში. მე ვიყავი ის მინისტრი, რომელმაც თითქმის ყველა ბაზაზე დავიწყე პროექტების განხორციელება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მისი ოჯახის წევრის დაპატიმრებაზეც ისაუბარა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება უკანონოდ იქცეოდა. "თქვენ წარმოადგენდით წინა ხელისუფლებას, რომელმაც დააპატიმრა ჩემი ოჯახის წევრი. უკანონოდ, ერთი წლის განმავლობაში ამყოფა ციხეში. თქვენ მსგავსად გაასამართლეთ 300 ათასი ადამიანი, თქვენი რეჟიმი იყო ნეოფაშისტური წარმონაქმნი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, კონკრეტულ სპეცრაზმელთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და რეალობა მალე დადგინდება. "როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ შევარდნაძის დროინდელი პოლიციელები სამსახურიდან არ გაუშვით, სირცხვილია. რეალურად, რაც მე მაქვს საამაყო, ჩემი თანამშრომლებია და მადლობა მათ. რაც შეეხება სამსახურიდან ხალხის გათავისუფლებას, ვინც ღირსი იყო, ყველა გავათავისუფლე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია