დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კანდელაკი - გაერთიანებული შტაბის უფროსის შერჩევასთან დაკავშირებით კონსტიტუციური პროცედურაა დარღვეული
ავტორი:
2013/ნოემბერი/19 14:00:02
"ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებული შტაბის უფროსის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსტიტუციური პროცედურის დარღვევაზე საუბრობს.
როგორც დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა თემის კომენტირებისას განაცხადა, ეს საკითხი ოპოზიციის შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით, გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის კანდიდატურა კონსტიტუციით დადგენილი პროცედურის გვერდის ავლით "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე განიხილეს.
"კონსტიტუციით დადგენილი პროცედურით გენერალური შტაბის ახალი უფროსის კანდიდატურის განხილვა უნდა მოხდეს პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრსა და მთავრობას შორის, როგორც ეს ადრე იყო. გენშტაბის მოქმედი უფროსი ამ პროცედურის შედეგად არის დანიშნული, თუმცა ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის, რომ გენერალური შტაბის უფროსის შერჩევასთან დაკავშირებით დარღვეულია კონსტიტუციური პროცედურა. ეს არის სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების სისტემისა და შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის თვალსაზრისით", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
საპარლამენტო უმრავლესობაში გუშინ დაადასტურეს, რომ გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძის განდიდატურა განიხილება, ამავდროულად, გაერთიანებულ შტაბს სახელიც შეეცვლება და იგი გენერალურ შტაბად გარდაიქმნება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1215
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია