დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები იკრიბებიან
ავტორი:
2013/ნოემბერი/18 17:00:02
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები უკვე იკრიბებიან. როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, მთავრობის შემადგენლობაში არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალ გუნდში სავარაუდოდ თანამდებობას შეინარჩუნებს. რაც შეეხება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს, იგი ფიქრობს, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში დარჩება. სახელმწიფო მინისტრი განმარტავს, რომ ცვლილებები კურსის მიმართულებითაც არ იქნება.
"არანაირ ცვლილებებს არ ველოდები, შენარჩუნდება არსებული გუნდი. რაც შეეხება კურსის ცვლილებას, ბიძინა იავნიშვილი იმიტომ არ მიდის რომ კურსი შეიცვალოს. ამ მიმართულებით ცვლილებებს არ ველოდები, სულ ცოტა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია