დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ ბერუჩაშვილი ესპანეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/18 16:00:05
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა ესპანეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კრისტობალ გონსალეს-აიერესი მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არარეზიდენტი ელჩი თურქეთიდან საქართველოში ინაუგურაციის ცერმონიალზე დასაწრებად ჩამოვიდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და მომავალ ვილნიუსის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს.
შეხვედრაზე აღინიშნა, ესპანეთის სრული მხარდაჭერა ვილნიუსის სამიტისას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირების საკითხთან მიმართებაში.
განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დეკემბერში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი მადრიდში და საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა კულტურის, ტურიზმის, ენგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტიულობას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია