დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძე გახდება
ავტორი:
2013/ნოემბერი/18 15:30:03
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის თანამდებობაზე ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კახი კალაძის კანდიდატურა განიხილება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გია ვოლსკიმ განუცხადა. მისი განმარტებით, კახი კალაძის კანდიდატურა ერთადერთია რომელიც ამ დროისთვის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მოიაზრება.
"მე მის კანდიდატურას მხარს სიამოვნებით დავუჭერ, რადგან ამ საკითხისადმი პოზიტიურად ვარ განწყობილი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
კახი კალაძე, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დეპუტატ ირინა იმერლიშვილს ჩაანაცველბს, რომელიც უახლოეს მომავალში უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება.
აღნიშნულ ცვლილებებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 24 ნოემბერს დაგეგმილ ყრილობაზე დაამტკიცებს, ასევე ყრილობაზე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს და ამ პოსტს, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. ასევე 26-დან 12 კაცამდე შემცირდება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1267
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია