დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ვიზრუნებ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად
ავტორი:
2013/ნოემბერი/18 09:00:02
როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ვაცხადებ, რომ ვიზრუნებ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა მუდამ მზად იქნება გარეშე საფრთხეების მოსაგვარებლად. "ამავდროულად, ნებისმიერი საერთაშორისო თუ შიდა პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტა ქვეყნის უცვლელი კურსია", - აღმოშმა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, აქტიურად იმუშავებს საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობს საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის როლის დამკვიდრებას.
"ასევე, ვიქნები დემოკრატიის პროცესის გაღრმავების ხელშემწყობი და საზოგადოების ყველა ფენის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი",-აღნიშნა მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1174
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია