დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„პრეზიდენტის ფიცის დასრულების წამიდან, ძალაში კონსტიტუციის ახალი მოდელი შევიდა“ - უსუფაშვილი 
ავტორი:
2013/ნოემბერი/17 22:30:02
კონსტიტუციის ახალი მოდელი ძალაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადების შემდეგ შევიდა. „პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ფიცის დასრულების წამიდან, ძალაში შევიდა საქართველოს კონსტიტუციის ის მოდელი, რომელიც 2010 წელს მიიღეს. დღევანდელი დღიდან პარლამენტიც, პრემიერმინისტრიც და პრეზიდენტიც ახალ რეალობაში ვართ - პასუხისმგებლობით, უფლებამოსილებით და კომპეტენციით. პარლამენტს უკვე შეგვეძლება პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამის განხილვის გრაფიკი დავადგინოთ. სამშაბათს, დღის პირველ ნახევარში საკომიტეტო მოსმენები გაიმართება და ყველა კომიტეტი იმ მინისტრს შეხვდება, რომელთანაც კომპეტენციებით იკვეთება. ზოგიერთ მინისტრს ორ-სამ კომიტეტში მოუწევს მისვლა.სამშაბათსვე, დღის მეორე ნახევარში, მთავრობის მთელი შემადგენლობის უკვე უმცირესობასთან და უმრავლესობასთან შეხვედრა შედგება. ხვალ პრეზიდენტს უნდა მივმართო მე, რომ მან მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და ოთხშაბათს, უკვე ჩვენი თხოვნის საფუძველზე, რიგგარეშე სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატი წარადგენს ახალ მთავრობას და საკუთარ პროგრამას. იქნება გამოსვლები და დებატები. ბოლოს იქნება კენჭისყრა, რის შემდეგაც ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1291
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია