დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი - მოისპო ის ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/17 15:00:03
მოისპო ის ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიდა და ეს იყო "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა. მისივე შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობასთან არ თანამშრომლობდა.
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა და საქართველოს ვულოცავ ამ დღეს. მთავარია, რომ ხელისუფლება გამთლიანდა და სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა - ანუ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში არ იქნება. საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლით უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება მთავრობას და პოლიტიკურ ძალებს. დღეს მოისპო ის ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიდა. ეს იყო "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მთავრობასთან არ თანამშრომლობდა. ის რეფორმები, რაც ჩვენს მთავრობას აქვს ჩაფიქრებული, ახლა უფრო ჩქარა განხორციელდება", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს ახალი პრეზიდენტის მთავარ გზავნილებს, პაატა ზაქარეიშვილმა გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო სიტყვაში პრიორიტეტებად ტერიტორიული მთლიანობა, ევროინტეგრაცია და რუსეთთან დალაგებული ურთიერთობები დაინახა.
"პრიორიტეტები იყო ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის ინტერესებზე. ეს იყო ევროინტეგრაცია და ასევე რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა, თუმცა რუსეთის ინტერესები უნდა იყოს ჩვენს ინტერესებთან შეზავებული და მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველო მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმართული იქნება", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1245
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია