დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს ვთავაზობთ ერთად ვაშენოთ წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფო
ავტორი:
2013/ნოემბერი/17 13:30:03
საქართველოს დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური აღმავლობა ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს გაამარტივებს ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებთან გამკლავებას და განაპირობებს ქვეყნის, როგორც სანდო, საერთაშორისო პარტნიორად ჩამოყალიბებას.
"აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ჩვენ ვთავაზობთ ერთად ვაშენოთ წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტურობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება",-განაცხადა მარგველაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია