დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ამირან გიგუაშვილი - ობამას მილოცვა სამოქალაქო მშვიდობისა და თანამშრომლობისკენ მოწოდებაა
ავტორი:
2013/ნოემბერი/17 11:30:02
პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ მილოცვას ეხმიანება.
"ძალიან საინტერესო ტექსტია. მრავალმხრივი აქცენტებით და ქვეტექსტებით გაჯერებული. აქ არის საუბარი განვლილ რთულ ოცწლიან პერიოდზე, ქართველი პოლიტიკური ლიდერების როლზე დემოკრატიული პროცესების განვითარებაში, მადლიერების გამოხატვა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ დღეს საქართველოში მშვიდობიანად ხდება ხელისუფლების გადაბარება. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ქალების როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მაგრამ, უმთავრესი გზავნილი ბარაკ ობამას მილოცვაში არის მოწოდება სამოქალაქო მშვიდობისა და განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თანამშრომლობისკენ, რომლის გარეშეც ყველა ეს მიღწევა, ქვეყნის განვითარების პერსპექტივებთან ერთად დაიკარგება.
ვფიქრობ, ახალი პრეზიდენტისა და მომავალი მთავრობისთვის ეს მესიჯები ნათელია, ისევე როგორც საზოგადოების რადიკალურად განწყობილი ნაწილისათვის უნდა იყოს ნათელი და გააზრებული, რათა მიღწეული პროგრესი შეუქცევადად გაგრძელდეს, თუმცა ეს ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეები არ უნდა დაისაჯონ პროკურატურის მიერ დასაბუთებული და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე", - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1183
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია