დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - მთავარი საკითხია, რომ რამენაირად ჩამრთონ აგრესიულ დიალოგში რუსეთთან
ავტორი:
2013/ნოემბერი/16 22:00:03
მთავარი საკითხია, რომ რამენაირად რუსეთთან აგრესიულ დიალოგში ჩამრთონ, - ამის შესახებ "ასოშიეითედ პრესს" საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აგრესიულობა დიპლომატიურ ენაში პოზიტივის მომტანი არ არის.
"მთავარი საკითხია, რომ რამენაირად ჩამრთონ აგრესიულ დიალოგში რუსეთთან ყოფილი ხელისუფლების მსგავსად, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ აგრესიულობა დიპლომატიურ ენაში პოზიტივის მომტანი არ არის", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, მან მოქმედ პრემიერზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც მასზე დიდი გავლენა აქვს.
"ის არის ადამიანი, რომელსაც სერიოზულად დიდ პატივს ვცემ. მას დიდი გავლენა აქვს ჩემზე, რადგან მე მას ვენდობი. მისი მოსაზრებები და პოზიციები ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც და განაცხადა, რომ თუ ეკონომიკა არ გაუმჯობესდა, ყველა მიღწევა უშედეგო იქნება.
"ჩვენ გვაქვს კონსოლიდირებული, დიპლომატიური პროცესები, მაგრამ თუ ჩვენ არ გავაუმჯობესებთ ეკონომიკას, თუ ჩვენ ბიზნესს არ შევუწყობთ ხელს, ყველა დანარჩენი მიღწევა იქნება მყიფე და უშედეგო", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გაავრცელა, რომელსაც მასალა ექსკლუზიურად "ასოშიეითედ პრესმა" მიაწოდა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1167
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია