დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი - არანაირი გამართლება არ აქვს სამხედრო შემოჭრას საქართველოს ტერიტორიაზე
ავტორი:
2013/ნოემბერი/16 20:00:02
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განმარტებით, არანაირი გამართლება არ აქვს სამხედრო შემოჭრას საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ტერიტორიების ოკუპირებას.
აღნიშნული კომენტარი სასტუმრო "რედისონ ბლუ ივარიაში" ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი მიღების დაწყებამდე რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"მნიშვნელოვანია ისიც გავითვალისწინოთ რომ, მიუხედავად იმისა თუ რა ხდებოდა საქართველოში 20 წლის განმავლობაში, არანაირი გამართლება არ აქვს სამხედრო შემოჭრას საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ტერიტორიების ოკუპირებას, ასევე ძალადობრივ განდევნას საკუთარი სახლებიდან ასობითი ათასი ადამიანის. ჟენევის პროცესში ერთხმად მუშაობს საქართველოსა და ამერიკის დელეგაცია იმისათვის, რომ მშვიდობიანი დიპლომატიური გადაჭრის გზა იყოს მოძებნილი ამ პრობლემისა. ამავე დროს, ამერიკის შეერთებული შტატები ჩართულია ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში იმ ადამიანებისთვის ვინც ამას საჭიროებენ", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1163
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია