დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი სამუშაო კაბინეტი უკვე დაცალა
ავტორი:
2013/ნოემბერი/16 16:00:03
საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი სამუშაო კაბინეტი უკვე დაცალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედმა თავმჯდომარემ ანდრო ბარნოვმა შესაბამის კითხვაზე კომენტარისას განაცხადა.
"დღეს დავცალეთ ყველაფერი. ბოლო სამუშაო დღე გვაქვს ამ სასახლეში", _ აღნიშნა ბარნოვმა.
რაც შეეხება იმას, რომ ავლაბრის რეზიდენცია მთელი დღეა სასახლის დათვალიერების მსურველებისთვის ღიაა, ბარნოვის განმარტებით, ამას თავისი მიზეზი აქვს.
"სასახლეში ტურები პრაქტიკულად ყოველდღიურად ეწყობოდა, დღეში რამდენჯერმეც. მაგრამ გადავწყვიტეთ, ახლა მაქსიმუმ ბევრი ადამიანისთვის მიგვეცა სასახლის დათვალიერების საშუალება, რადგან ახალი მთავრობა აცხადებს, რომ პრეზიდენტის სასახლე უნდა დაიხუროს და კიდევ რა ბედს დააწევენ, არავინ იცის", _ დასძინა ბარნოვმა.
ავლაბრის რეზიდენციასთან სასახლის დამთვალიერებელთა რიგები ამ დრომდე არ წყდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია