დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მომსახურების სააგენტო მძღოლებს მართვის კატეგორიების განმარტებას შეახსენებს 
ავტორი:
2013/ნოემბერი/16 15:00:09
„როგორც მოგეხსენებათ, სატრანსპორტო საშუალებები ტიპის, დანიშნულებისა და მართვის თავისებურებიდან გამომდინარე იყოფა კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად, რომლებზეც გაიცემა შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობით გათვალისწინებულია „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ „ტრამვაი“-ს კატეგორიები და „A1“, „B1“, „C1“,
„D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიები.

A კატეგორიის მართვის მოწმობით უფლება გაქვთ მართოთ მოტოციკლი;

B კატეგორიის მართვის მოწმობით უფლება გაქვთ მართოთ ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა მძღოლის გარდა არ აღემატება რვას;

C კატეგორიის მართვის მოწმობით უფლება გაქვთ მართოთ ავტომობილი, რომლის ნებადართული მასა აღემატება 3500 კგ-ს;

D კატეგორიის მართვის მოწმობით უფლება გაქვთ მართოთ - ავტომობილი, რომლებიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომელთა დასაჯდომ ადგილთა რაოდენობა აღემატება რვას.

სხვა დანარჩენი კატეგორიების და ქვეკატეგორიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. ბმული:http://www.sagency.ge/index.php?m=176 “.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1536
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია