დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის მერის საექსპონატო განცხადება
ავტორი:
2013/სექტემბერი/13 15:02:02
"თავისუფალი ზონა" ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის გადადგომის შესახებ განცხადების ფოტო ასლს ავრცელებს, სადაც ყურადღება მის გრამატიკულ შეცდომებზეა გამახვილებული. კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტის განცხადება ხელითაა დაწერილი და მხოლოდ ერთი წინადადებისგან შედგება. მიუხედავად ამისა, ის გრამატიკულად გაუმართავია და ტექსტში ერთი ასო გადახაზულია. ასევე აღსანიშნავია, რომ კოპალიანი თავის თავს "ბატონ დიმიტრი კოპალიანად" მოიხსენიებს. ქუთაისის ყოფილი მერი საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად მაშინ მოექცა, როდესაც პირველ საჯარო გამოსვლისას დაიბნა და დაწერილი ტექსტი ვერ წაიკითხა.  ქუთაისში, კიდევ ერთი სკანდალი დიმიტრი კოპალიანის მერიის შენობაში დაკარგვამ გამოიწვია. კოპალიანს შენობაში გზა აებნა და შველა ტელეფონით ითხოვე, თუმცა მისი პოვნა „მაშველებსაც“ გაუჭირდათ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერად პრემიერის ფავორიტი დიმიტრი კოპალიანი 28 მაისს აირჩიეს და არჩევიდან მოკლე ხანში მას საკრებულოსთან პრობლემები შეექმნა. საკრებულოსთან დაპირისპირება 11 სექტემბერს კოპალიანის გადადგომით დასრულდა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია