დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრივილეგია, რომლითაც ყოფილი პრეზიდენტი ისარგებლებს, სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფა იქნება
ავტორი:
2013/ნოემბერი/15 12:30:02
პრივილეგია, რომლითაც პრეზიდენტი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ისარგებლებს, მისი და მისი ოჯახის წევრების სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფა იქნება. ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებს აქვთ სოციალური გარანტიები - მაღალი პენსიისა და სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის სახით. ამ ყველაფერს კანონი და კანონქვემდებარე აქტები ითვალისწინებს.
"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილზე, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე.
ყოფილი პრეზიდენტების ოჯახის წევრების სოციალურ უზრუნველყოფას კი, "საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" კანონი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრს პენსია ენიშნება მოქმედი პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად.
რაც შეეხება საკუთრივ ექსპრეზიდენტის სოციალურ უზრუნველყოფას, ამასთან დაკავშირებით კანონში სპეციალური მოთხოვნები ჩადებული არ არის - სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ყოფილი პარლამენტარი, იმ სოციალური გარანტიებით ისარგებლებს, რაც კანონით პარლამენტის ყოფილი წევრებისაა გათვალისწინებული.
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის სახელმწიფო აგარაკის, პერსონალური ავტომობილის საკუთრებაში გადაცემის საკითხს, კანონი არც ამას ითხოვს. სახელმწიფო აგარაკის, თუ ავტომობილის შენარჩუნება გათვალისწინებულია მის ოჯახის წევრებთან მიმართებაში, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1256
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია