დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით კირკიტაძე შესაძლოა, ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად წავიდეს
ავტორი:
2013/ნოემბერი/15 12:00:03
სამოქალაქო სექტორში მაღალი კონკურენციაა, ამიტომ ვრჩები პოლიტიკაში, - ამის შესახებ პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლის რეგიონში დავით კირკიტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, კირკიტაძის თქმით, პრეზიდენტი მის გუბერნატორობიდან გათავისუფლების განცხადებას დღეს მოაწერს ხელს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კირკიტაძე არ გამორიცხავს, სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავროს, მაგისტრის ხარისხის მისაღებად.
"სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ის მჭიდროდ არის დაკავშირებული "ნაციონალური მოძრაობიასთან", ვარ პოლიტსაბჭოს წევრი, ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას. იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო სექტორში მაღალი კონკურენცუია, ვრჩები პოლიტიკაში. არ გამოვრიცხავ სასწავლებლად, საზღვარგარეთ მაგისტრის ხარისხის მისაღებად ამერიკაში წასვლასაც",- განაცხადა დავით კირკიტაძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას ვერ დაესწრება.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეასრულებს გუბერნატორის მოვალეობას, ახალი გუბერნატორის დანიშვნამდე, კირკიტაძე აღნიშნავს, რომ მის მოადგილეებმაც დაწერეს განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თუმცა ერთ-ერთი მოადგილე დარჩება და ის გადააბარებს საქმიანობას ახალ გუბერნატორს.
კირკიტაძემ დღესვე გუბერნატორიბის პერიოდი შეაფასა. მისი ინფორმაციით, ხუთი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში იყო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელეს.
"ვამაყობ რამდნემე პროექტის განხორციელებით, რომელიც ჩემი რწმუნებულობის დროს იყო. მინდა, გამოვყო პროექტი ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის. ამ პროგრამის დახმარებით ძალინ ბევრი საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი გამართულად საუბრობს ქართულად", - განაცხადა კირკიტაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1196
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია