დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გაფიცულ რკინიგზელებს სოლიდარობას უცხადებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/14 21:00:02
საქართველოში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გაფიცულ რკინიგზელებს სოლიდარობას უცხადებს. "გაფიცვის უფლება ადამიანის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებაა და იმედს ვიტოვეთ, რომ რკინიგზელებს ეს უფლება არ შეეზღუდებათ და მათი პრობლემებისადმი საზოგადოებაც სოლიდარული იქნება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი, მრავალეროვანი საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მედიის ინსტიტუტი და საზოგადოებრივი დამცველი აწერენ ხელს.
მათივე ცნობით, გაფიცვას მონიტორინგს გაუწევენ, პროცესის მიმდინარეობას ადგილზე დააკვირდებიან, რათა არ დაირღვეს რკინიგზელებისათვის კანონის ძალით მინიჭებული გაფიცვის უფლება.
"ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია კონსტრუქციული მოლაპარაკების ფორმატში იმოქმედებს და შეხვდება "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" წარმომადგენლებს, რათა პრობლემური შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები დიალოგის გზით გადაწყდეს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის გამართული მუშაობა სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ, გაფიცვამ უფრო რთული და მტკივნეული სახე რომ არ მიიღოს , არსებულ ვითარებაში, ერთადერთ სწორ გამოსავლად დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის დიალოგი გვესახება", _ ნათქვამია აღნიშნული ორგანიზაციების განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1344
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია