დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ბიუჯეტი არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ფეშენებელურ სასახლეებში ვიცხოვროთ
ავტორი:
2013/ნოემბერი/14 16:00:03
საქართველოს ბიუჯეტი არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო მოხელეებმა ფეშენებელურ სასახლეებში ვიცხოვროთ, ან ფეშენებელური ინაუგურაციები მოვაწყოთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის გამო მისი ინაუგურაცია პომპეზური არ იქნება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში მარგველაშვილი ქართველ ხალხს სიტყვითაც მიმართავს.
"ეს იქნება მადლიერება იმასთან დაკავშირებით, როგორც ჩატარდა არჩევნები და როგორ გვენდო ქართველი ხალხი. იქნება მომავალ გეგმებზე საუბარი... ჩვენ ვზეიმობთ არა მხოლოდ დღესასწაულებით, არამედ ყოველ დღე, როდესაც ვაშენებთ კარგ და სწორ და ჯანსაღ ქვეყანას, მაგრამ ხარჯები უნდა იყოს იმის შესაბამისი, რაც არის ბიუჯეტი. სამწუხაროდ, საქართველოს ბიუჯეტი არ გვაძლევს დღეს იმის შესაძლებლობას, რომ ფეშენებელურ სასახლეებში ვიცხოვროთ სახელმწიფო მოხელეებმა, ან ფეშენებელური ინაუგურაციები მოვაწყოთ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
ამასთან, ახლად არჩეული პრეზიდენტის განმარტებით, "ეს ფული სჭირდება ქართველ ხალხს".
"სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებულია, ვისაც ჯობია რომ ეს ფული დავახარჯოთ", - დასძინა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია