დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრ კვასნევსკი - უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შესაძლოა, ორი წლით გადაიდოს
ავტორი:
2013/ნოემბერი/14 12:00:04
უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შესაძლოა,  ორი წლით გადაიდოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მისიის წარმომადგენელმა , პოლონეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ განაცხადა.
"თუ სიტუაცია მომავალშიც ისე განვითარდება, როგორც დღეს მოხდა, უკრაინა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეძლეს", - განაცხადა კვასნევსკიმ უკრაინაში იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების გარშემო საკითხის ბლოკირებაზე კომენტირებისას, რასაც ევროკავშირი უკრაინისგან მოითხოვს.
ალექსანდრ კვასნევკი იმედოვნებს, რომ უკრაინის რადა კანონპროექტს პატიმრების, მათ შორის იულია ტიმოშენკოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შესახებ, რომლის განხილვაც რადამ გუშინ ჩააგდო, შემდეგ განხილვაზე მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, რადა კანონპროექტს ხელმეორედ 19 ნოემბერს განიხილავს.
როგორც ევროპარლამენტის მისიის წარმომადგენლის ალექსანდრ კვასნევკისა და პიტერს კოქსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 19 ნოემბერი უკრაინისთვის ბოლო შანსი იქნება.
"თუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება დიდი ხნით გადაიდო, უკრაინის საკითხებით მინიმუმ ორი წელი აღარავინ დაკავდება", - დასძინა პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი კვირის სამშაბათს უკრაინის რადა მიიღებს კანონპროექტს, რომელიც იულია ტიმოშენოკოს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლებას მისცემს.
ამასთან, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მყოფი სპეციალური მისია ალექსანდრ კვასნევსკისა და პეტრ კოქსის მონაწილეობით, ქვეყანაში 29 ნოემბრამდე დარჩება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1329
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია