დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიზნესმენი: შვეიცარიის ელჩი სასამართლოზე ზეწოლას ახდენს
ავტორი:
2013/სექტემბერი/13 15:01:02
ბიზნესმენი არჩილ ვეკუა შვეიცარიის ელჩს, თავი შეიკავოს სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობისაგან და შეხვედრას თხოვს. არჩილ ვეკუა  მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს, პირად კონტროლზე აიყვანოს მოცემული საქმე და რეალურად დაინტერესდეს ალი რიზია კიზილდაგის პიროვნებით და მისი საქმიანობით საქართველოში. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, იგი ელჩს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა ამ დროისთვის არ ასახელებს თუ რა თემაზე ჰქონდათ საუბარი. ადვოკატის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბიზნესმენ არჩილ ვეკუას მიმართ, დანაშაულისთვის რაც გათვალისწინებულია სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვაში, თანახმად სსკ 182-3, ბ ქვეპუნქტისა (სამი ეპიზოდი). საქმეზე დაზარალებულად არის ცნობილი თურქი ბიზნესმენი ალი რიზია კიზილდაგი და მის მიერ დაფუძნებული კომპანიები "ანკა ფუდი" და "სვის კრედიტი". როგორც ადვოკატი აცხადებს, პროკურატურამ არჩილ ვეკუას ალი რიზა კიზილდაგის კუთვნილი დაახლოებით 500 000 ლარის მითვისებაში ედავება. არჩილ ვეკუა გირაოს 35 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. "ამავე დროს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ალი რიზა კიზილდაგის სამოქალაქო სარჩელი არჩილ ვეკუას მიმართ და მეტიც, შემხვედრი სასარჩელო მოთხოვნების საფუძველზე, სწორედ ალი რიზა კიზილდაგის წილები და ქონება დააყადაღა. საქმეში აქტიურად არის ჩართული შვეიცარიის საელჩო, რომლის მდივანიც ფლორან დუბლერი უშუალოდ ესწრება სასამართლო პროცესებს. შვეიცარიის საელჩოს დაინტერესება ამ საქმით გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ თურქეთის მოქალაქე ალი რიზა კიზილდაგი არის შვეიცარიის რეზიდენტი და აქვს პირადი კონტაქტები შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერთან და მის ოჯახის წევრებთან. შვეიცარიის საელჩო ასევე აქტიურად იყო დაინტერესებული გამოძიების პროცესით, რამაც გამოიწვია უსაფუძვლო და ნაჩქარევი გადაწყვეტილება და ისე, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურა არ დაელოდა ამავე დავაზე, ალი რიზა კიზილდაგსა და არჩილ ვეკუას შორის სამოქალაქო დავის დასრულებას, საქმე აღძრა ცალმხრივად არჩილ ვეკუას მიმართ, რაც სრულ სამართლებრივ ნონსენს და შეუსაბამობას წარმოადგენს"- აცხადებენ ადვოკატები. მათივე ინფორმაციით, არჩილ ვეკუამ, როგორც კომპანია "აბვ ჯგუფის" დამფუძნებელმა, საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა ალი რიზა კიზილდაგის წინააღმდეგ მისი კუთვნილი 371 000 ლარის მითვისების გამო, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ალი რიზა კიზილდაგი არის რეალურად თურქეთის მოქალაქე და არა შვეიცარიის მოქალაქე, როგორც იგი მანამდე ამტკიცებდა. წარსულში არის ნასამართლევი თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ გადატრიალებაში მონაწილეობისათვის, სინამდვილეში არ არსებობს არავითარი შვეიცარიელ ინვესტორთა ჯგუფი და არც ერთი თეთრი უშუალოდ მას საქართველოში ინვესტიციის სახით არ ჩაუდია. მეტიც, არჩილ ვეკუა და კომპანია "აბვ ჯგუფი" წარმოადგენს ალი რიზა კიზილდაგის თაღლითური სქემის მორიგ, მესამე მსხვერპლს საქართველოში. ბიზნესმენი არჩილ ვეკუა მიმართავს შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს, უხეშად ნუ ჩაერევა სასამართლო განხილვის პროცესში და მისი წარმომადგენლები ნუ ცდილობენ სასამართლო პროცესზე დასწრებით ზეგავლენის მოხდენას, ამასთან საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით, სთხოვს პირადად შეხვედრას.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია