დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ამერიკის ელჩი ხომალდ "Mount Whitney"-ზე საქართველოს მთავრობას უმასპინძლებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/11 20:30:02
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ხომალდ "Mount Whitney"-ს კაპიტანი ქრეიგ კლეპერტონი ხვალ საქართველოს მთავრობას უმასპინძლებენ.
ამერიკის საელჩოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკულ ხომალდზე ხვალ დაგეგმილ მიღებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს მოქმედი და ყოფილი მთავრობის წევრები, ასევე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მიღებაზე, რომელიც ბათუმის ნავსადგურში მყოფ ამერიკულ ხომალდზე ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება, ასევე, მიწვეულნი არიან მინისტრების მოადგილეები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ამერიკული ხომალდი "Mount Whitney" ბათუმის ნავსადგურში დღეს შევიდა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 13 ნოემბრამდე დარჩება. სამი დღის განმავლობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და აშშ-ის მხარის წარმომადგენლები ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებს გამართავენ. ჩატარდება სპორტული ღონისძიებებიც. ხვალ 14:00 საათზე საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებსა და ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის წევრებს შორის ბათუმის ბულვარის მოედანზე მინი ფეხბურთში შეჯიბრება გაიმართება.
დღეს ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის წევრები ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ამერიკის საზღვაო ძალების ორკესტრმა ჯაზური კომპოზიციები, მარშები და ჰიმნები შეასრულა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1233
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია