დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რიჩარდ ნორლანდი - პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დამსწრე მაღალი რანგის პირების ვინაობას თეთრი სახლი დაასახელებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/11 19:30:02
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დამსწრე ამერიკული დელეგაციის შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.
როგორც ელჩმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დამსწრე მაღალი რანგის პირების ვინაობას თეთრი სახლი დაასახელებს.
"საპრეზიდენტო დელეგაცია თეთრი სახლის მიერ იქნება დასახელებული, ისინი იქნებიან მაღალი რანგის ოფიციალური პირები და როგორც კი გახდება ჩვენთვის ეს ინფორმაცია ცნობილი, გაგიზიარებთ", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურალისტებს განუცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე ამერიკიდან მაღალი რანგის პირი ჩამოვა. მისივე ინფორმაციით, ქართული მხარე ინაუგურაციაზე 30 ქვეყნის დელეგაციას ელოდება, მათ შორის ორი ან სამი ქვეყნის პრეზიდენტს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1162
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია