დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი ჰააგის გლობალური სამართლის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/09 18:00:02
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ჰააგის გლობალური სამართლისა და კლინდენდაელის ინსტიტუტებში სიტყვით გამოვიდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო აპარატიდან აცნობეს, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს რობერტ დე ხროოტსა და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ოპერაციების ხელმძღვანელს აუკე ვენემას შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფრმაციით, შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ჰოლანდიურ მხარეს ოკუპირებული ტერიტორიების არღიარების პოლიტიკის გატარებისა და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა 28-29 ნოემბერს ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებსა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების პარაფირების საკითხი განიხილეს. ხაზი გაესვა ამ შეთანხმებების ხელმოწერის პროცესის დაჩქარების მნიშვნელობას. ჰოლანდიური მხარის წარმომადგენლებმა დაადატურეს ნიდერლანდების სამეფოს მზაობა მომავალშიც განაგრძოს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
"განხილული იქნა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები, ჰოლანდიის მთავრობასთან საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობის გეგმები. ჩვენ მივიღეთ მაღალი შეფასება საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე, მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით და გამოვთქვამთ იმედს, რომ მომავალი წლის ნატოს სამიტზე ჰოლანდიის მთავრობა აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პროგრესის დაფიქსირებას და ახალი გადაწყვეტილებების მიღებას," _ განაცხადა შეხვედრების დასრულების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვიდა ჰააგის გლობალური სამართლის ინსტიტუტისა და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. დისკუსიაში _ "საქართველოს ასოცირების შეთანხმება _ სტაბილურობა და უსაფრთხოება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში" ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებსა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საოკუპაციო ხაზების გავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.
ამათან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ჰააგის კლინდენდაელის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე ვილნიუსში 28-29 ნოემბერს დაგეგმილი სამიტის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ გაძლიერებულ ზეწოლაზე და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე ისაუბრა. დისკუსია _ "ვილნიუსის სამიტი-ბრიუსელი მოსკოვის წინააღმდეგ?" კლინდენდაელის ინსტიტუტის, ნიდერლანდენის სამეფოში საქართველოსა და ლიტვის საელჩოების ორგანიზებით გაიმართა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია