დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი - ალექსანდრე ჭიკაიძემ დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი უნარ-ჩვევები გააჩნია
ავტორი:
2013/ნოემბერი/09 17:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მოხარულია, რომ შს სამინისტროს სათავეში ახალგაზრდა, პერსპექტიული ადამიანი ჩაუდგება. ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დარწმუნებულია, რომ შს მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჭიკაიძე დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად გაართმევს თავს.
მისივე ინფორმაციით, ალექსანდრე ჭიკაიძემ სისტემაში მუშაობა ნულიდან დაიწყო და ყველა ეტაპზე დაამტკიცა, რომ მას გააჩნდა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი, უნარ-ჩვევები, რათა სისტემა დაელაგებინა და ეფექტურად ემართა.
"ალექსანდრე ჭიკაიძე კახეთის სამმართველოს უფროსი გახლდათ. მე მასთან არაერთხელ მქონია ურთიერთობა და არ ყოფილა შემთხვევა, რომ სიტუაციის მიხედვით ეფექტურად არ ემოქმედა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1215
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია