დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანია საფრანგეთში ცეცხლის გაღვივების ცერემონიალს დაესწრო
ავტორი:
2013/ნოემბერი/09 12:00:03
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ცეცხლის გაღვივების ცერემონიალს დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიალი საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას მიეძღვნა. ტრიუმფალურ თაღთან ქართული დელეგაციის წევრები პარიზის სამხედრო გუბერნატორის წარმომადგენელთან გენერალ მოროსთან და საქართველოში საფრანგეთის სამხედრო ატაშესთან, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრართან ერთად მივიდნენ.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და ქართული დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.
"მნიშვნელოვანი დღეა. ქართულმა დელეგაციამ, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა პირველად მივიღეთ მონაწილეობა ცეცხლის დანთებაში, რაც ფრანგებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დიდ პატივს სცემენ ომის ვეტერანებს და ომში დაღუპულებს," - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანიამ ფრანგ კოლეგასთან ჟან-ივ ლე დრიანთან გამართა შეხვედრა. შეხვედრა გაიმართა ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, ერიკ ფურნიესთან. ქართული დელეგაციის წევრებმა პარიზში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1185
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია