დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ბერძენიშვილი - თუ ვინმეს წარმოედგინა, რომ მოვიდოდა ღარიბაშვილი და ამით ცვლილებები ამოიწურებოდა, ცდებოდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/08 13:00:03
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ "დარწმუნებულია, არჩილ კბილაშვილის გარდა, ხელისუფლებიდან სხვა ადამიანებიც წავლენ და მათ ნაცვლად სხვები მოვლენ", რაც, მისივე თქმით, "ბუნებრივი და ნორმალური პროცესია". ამასთან, ბერძენიშვილმა ხაზგასმით განაცხადა ისიც, რომ ისეთი ტიპის ცვლილებებს, რომლის შედეგად პარლამენტში უმრავლესობა "გაქრება", არ ელის.
"საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი მოდის, ცვლილებები იქნება. თუ ვინმეს წარმოედგინა, რომ იქნებოდა "მინუს ერთი, პლუს ერთი", ანუ წავიდოდა ბიძინა ივანიშვილი, მოვიდოდა ირაკლი ღარიბაშვილი და ამით ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ცვლილებები ამოიწურებოდა, ცდებოდა. ვეთანხმები არმაზ ახვლედიანს, რომ ბოლო დროინდელი ცვლილებები არის ნიშანი მომავალი ცვლილებებისა, რომელიც შეიძლება სულ არ იყოს კოსმეტიკური და იყოს საფუძვლიანი", - განაცხადა ბერძენიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსალოდნელი არაკოსმეტიკური ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ შეიძლება შეიცვალოს ერთი-ორი მინისტრი, მინისტების მოადგილეები, დეპარტამენტების უფროსები.
რაც შეეხება მომავალ მთავრობაში ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის პოზიციების შესუსტების თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, ამასთან დაკავშირებით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ "ასეთი რამ არათუ კოსმეტიკური, არამედ რადიკალური ცვლილებებია და ასეთ რამეს, არ ელის".
"ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი, რაც წარდგენისას ბრძანა, იყოს ის, რომ არავითარ შემთხვევაში კოალიციას არ დაშლის. მისი ამ ნათქვამიდან გამოვიტანე დასკვა, რომ ეს ნიშნავს, რომ შევინარჩუნებთ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად მუშაობენ და მთავრობაში სხვადასხვა პოლიტიკური გუნდიდან არიან", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია