დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდმა მიხეილ სააკაშვილს 1993 წელს თბილისში გადაღებულ ფოტო გაუგზავნა
ავტორი:
2013/ნოემბერი/07 19:00:04
აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს პრეზიდენტს 1993 წელს თბილისში გადაღებულ ფოტოს უგზავნის. ფოტოზე გაკეთებულ მინაწერში ელჩი აღნიშნავს, რომ ფოტოსურათი ნათლად ასახავს, რამდენად შეიცვალა საქართველო და როგორია მისი როლი ამ საქმეში.
"ეს არის საქართველოში ეუთოს მონიტორინგის მისიის წარმომადგენლის, ჩემი კოლეგის, პიტერ სემნების ფოტო, რომელიც გადაღებულია 1993 წელს. ეს ფოტო ნათლად გვახსენებს იმას, თუ რამდენად შეიცვალა საქართველო და რამდენად დიდია პირადად თქვენი წვლილი მსოფლიოს ამ ნაწილის ტრანსფორმირების საქმეში", - აღნიშნავს რიჩარდ ნორლანდი.
აშშ-ის ელჩისგან გაგზავნილი ფოტო მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1192
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია