დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუსთავის მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზე ახალი ტიპის – დაბალი რისკის დაწესებულება განთავსდება
ავტორი:
2013/ნოემბერი/07 17:30:02
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა რუსთავის #16 დაწესებულების ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დეტალები და ახალი ტიპის – დაბალი რისკის დაწესებულების სტრუქტურა მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. სოზარ სუბარი რუსთავის #16 დაწესებულების ტერიტორიაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაიასთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაიამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მე- 16 დაწესებულებაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ, მანვე დეტალურად განმარტა დაბალი რისკის დაწესებულების სპეციფიკა.
#16 დაწესებულება სრულიად ახალი დაბალი რისკის დაწესებულებად გადაკეთდება, რისთვისაც ტერიტორიიის ინფრასტრუქტურის მთლიანად შეცვლა ხდება. დაწესებულების ტერიტორიაზე შენდება ე.წ. კარანტინის შენობა, რომელიც აქამდე მიწის ქვეშ იყო განთავსებული, სასწავლებელი, სადაც 6–7 პროფესიით შეეძლებათ მსჯავრდებულებს შესაბამისი სერთიფიკატის მიღება. სამოქალაქო საგანმანათლებლო დაწესებულება განთავსდება ცალკე შენობაში, სადაც მიხეილ ღურწკაიას თქმით, მსჯავრდებულები გაივლიან, როგორც ფსიქოსარეაბილიტაციო პროგრამებს, ასევე მიიღებენ ზოგად განათლებას, კეთდება ცალკე სასადილოები მსჯავრდებულებისათვის და ცალკე დაწესებულების თანამშრომელთათვის, მოკლევადიანი პაემნების დარბაზებში აღარ იქნება შუშის გამყოფები მსჯავრდებულსა და მასთან მისულ მნახველს შორის, გრძელვადიანი პაემნების რაოდენობა 2–დან 9–მდე გაიზდება, სატელეფონო ზარების რაოდენობა კი ულიმიტო იქნება.
ღურწკაიას თქმით, გრძელვადიანი პაემნებისათვის ცალკე ორსართულიანი შენობა შენდება, სადაც სამვარსკვლავიანი სასტუმროსათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობილი ოროთახიანი ბინები იქნება. პატიმრების რაოდენობა მცირდება, სამივე სექტორის ყველა სართულზე კი ემატება საშხაპეები და საშხაპეების რაოდენობა გაორმაგდება.
ამის გარდა, ყველა სართულზე მოეწყოფა ფოიეები, სადაც ცუდი ამინდის შემთხვევაში მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ ტელევიზორს უყურონ და დაისვენონ. ასევე მე–16 დაწესებულებაში შენდება ცალკე შენობა საწარმოს განსათავსებლად. ღურწკაიას თქმით, ამ შენობაში განთავსდება ფეხსაცმელების საწარმო, რომელსაც ამერიკული კომპანია გახსნის. საწარმოში 80 კარგი ყოფაქცევის მსაჯავრდებული დასაქმდება და მათი შრომითი ანაზღაურება 300–ლარამდე იქნება. ინვესტორი შრომით ხელშეკრულებას მსჯავრდებულებთან თავად გააფორმებს, შრომითი უსაფრთხოებას დამსაქმებელი უზრუნველყოფს, დაწესებულების უსაფრთხოებას კი - ადმინისტრაცია.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, აქამდე არსებობდა მხოლოდ ორი ტიპის დაწესებულება ღია და დახურული, ახლა ამას ემატება კიდევ ორი ტიპის დაბალი და მაღალი რისკის დაწესებულებები.
,,ეს არის დაბალი რისკის დაწესებულება, სადაც იქნებიან ის მსჯავრდებულები, რომელთაც ჩაიდინეს შემთხვევითი დანაშაულებები, არ არიან კრიმინალური მენტალიტეტის მქონე, არ ექცევიან კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის ქვეშ, სუბკულტურით არ არიან კრიმინალური მენტალიტეტის, აქვთ სურვილი მიიღონ განათლება, რომელთაც აქვთ მუშაობის სურვილი და რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს სხვა პატიმრებისთვის, გარშემომყოფი საზოგადოებისთვის. დავიწყოთ იქედან, რომ ამ დაწესებულებაში იყო მოთავსებული 2 750 მსჯავრდებული, ახლა იქნება მხოლოდ 900–მდე. აქამდე იყო მხოლოდ ორი გრძელვადიანი პაემანი, ამ ტიპის დაწესებულებაში მყოფებს წელიწადში ექნებათ 9 გრძელვადიანი პაემანი, პაემნის დროს საშუალება ექნებათ კომფორტულ ოროთახიან ბინაში შეხვდნენ ოჯახის წევრებს, სადაც ბავშვის მოთავსების პირობებიც იქნება," – განაცხადა სოზარ სუბარმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1040
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია