დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზურაბიშვილი - არჩილ კბილაშვილის მუშაობა იდეალური არ იყო, ბევრი ნაკლი ჰქონდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/07 13:00:04
არჩილ კბილაშვილის მუშაობა იდეალური არ იყო და ბევრი ნაკლი ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწემ, დავით ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კბილაშვილმა აირჩია სამართლებრივი გზა, თუმცა ისე ვერ შეძლო რაღაცეების კეთება, როგორც საჭირო იყო.
"მას ძალიან რთულ პერიოდში მოუწია გენერალური პროკურორობა. მოლოდინი გენერალური პროკურორის მიმართ იყო ბევრად მეტი, ვიდრე შეიძლებოდა იდეალურ სიტუაციაშიც განხორციელებულიყო. ისეთი სიტუაცია გამოვიდა, რომ ერთი მხრივ, უკმაყოფილოა რადიკალურად განწყობილი ნაწილი, მეორე მხრივ, "ნაციონალური მოძრაობა" მაინც ლაპარაკობს პოლიტიკურ რეპრესიებზე. მე ვთვლი, რომ კბილაშვილმა ასე თუ ისე, ამ ერთ წელიწადში საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი ურთულეს სამუშაოს. იდეალური არ იყო მისი მუშაობა, ბევრი ნაკლი ჰქონდა. ბაჩო ახალაიას საქმეზე იმდენჯერ დადგა გამამართლებელი განაჩენი, რომ ამან საზოგადოებაში რეაქცია გამოიწვია, რომ პროკურატურას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები მიტანილი. ყველაზე მეტი პრეტენზიები იყო კბილაშვილის უწყების მიმართ და ეს პრეტენზიები ნაწილობრივ ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან იქნება განაწილებული. დაველოდოთ ვინ დაინიშნება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, კბილაშვილის ნაბიჯი ალბათ სწორია, რადგან მისი უწყების მიმართ სერიოზული პრეტენზიები იყო.
"ალბათ სწორია მისი ნაბიჯი, რადგან სერიოზული პრეტენზიები იყო პროკურატურის მიმართ. ასევე, მე არ ვარ რეპრესიების მომხრე. არც იმის მომხრე ვარ რომ კადრები ტოტალურად იქნას დაფერთხილი, მაგრამ ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საქმე აქვს ჩაბარებული იგივე გამომძიებელს, რომელმაც თავის დროზე ის დარღვევა ჩაიდინა. ადამიანს, როდესაც რაღაც გაკეთებული გაქვს და შენივე საქმეზე შენ ხარ პასუხისმგებელი და შენვე რომ უნდა გამოიძიო, მაგას არ გააკეთებ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია