დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - კოჰაბიტაცია განხორციელდა თავისი ყველა სირთულით
ავტორი:
2013/ნოემბერი/06 18:00:02
ბოლო არჩევნების შედეგები იყო მრავალმხრივ საინტერესო და საგულისხმო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მყარად ჩამოყალიბდა ორპარტიული სისტემა, რაც არასდროს არ ყოფილა. სააკაშვილის განცხადებით, შეიქმნა პრეცედენტი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის.
"პირველი პრეცედენტი მოხდა, რომ ყოფილი მმართველი პარტია არ გაუჩინარდა, მიუხედავდ იმისა, რომ 25 ათასი ადამიანი დაკითხეს, მრავალი ლიდერი ან დააპატიმრეს, ან სასამართლოში იმყოფება. პირველი პრეცედენტი არის ასევე, რომ კოჰაბიტაცია განხორციელდა თავისი ყველა სირთულით.
საპრეზიდენტო არჩევნებზე დაბალი გამოცხადება იყო. ეს ნიშნავს, რომ გამარჯვებულმა კანდიდატმა საერთო ელექტორატის მესამედზე ნაკლები მიიღო. ეს უნდა იყოს ნიშანი ყველა მთავრობისთვის, რომ მეტად არის საჭირო საზოგადოებასთან ურთიერთობა",-განაცხადა სააკაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1254
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია