დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით დარახველიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/06 17:00:02
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე , არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრა სამინისტროს საქმიანობაზე საუბრით დაიწყო და ყურადღება დევნილთა შესახებ კანონპროექტზე გაამახვილა.
როგორც დარახველიძემ აღნიშნა, კანონი საქართველოს მთავრობას წარედგინა. ერთადერთი საკითხი, რომელშიც მცირედი შენიშვნა არსებობს, დევნილთათვის შემწეობის მომატების თარიღია. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ბიუჯეტის ამოქმედებისთანავე მოიმატებს დევნილთა შემწეობაც.
დავით დარახველიძემ რეგისტრაციის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, გამოვლინდა დიდი რაოდენობით არადევნილი "დევნილები". აქ იგულისხმება ადამიანები, რომლებმაც გაყალბების გზით მოიპოვეს დევნილის სტატუსი. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი ამინისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ მან გაყალბების გზით მიიღო დევნილის სტატუსი არ დაისჯება. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არადევნილს მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართი, ან ფულადი კონპენსაცია.
რაც შეეხებათ, იმ მოხელეებს, რომლებმაც გასცეს ყალბი დოკუმენტაცია, მათი საქმე გადაიგზავნება შესაბამის სტრუქტურაში.
შეხვედრაზე საუბარი დევნილთათვის გაცემულ ერთჯერად დახმარებებზეც შედგა. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო წლის დასაწყისში ვერ ახერხებდა შემოსული განცხადებების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას. დღეის მდგომარეობით, სამინისტრომ მოახერხა თანხების ისე გადანაწილება, რომ დახმარებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1294
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია