დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კობა ნარჩემაშვილი იმერეთის გუბერნატორად მისი ძმის შესაძლო დანიშვნაზე ინფორმაციას არ ფლობს
ავტორი:
2013/ნოემბერი/06 14:00:02
შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი იმერეთის გუბერნატორად მისი ძმის, ლაშა ნარჩემაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, მან ამის შესახებ მხოლოდ კულუარულად იცის.
"მე ამ ინფორმაციას არ ვფლობ, ზოგადად კულუარულად ვიცი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა", - აღნიშნა ნარჩემაშვილმა.
მისივე თქმით, ლაშა ნარჩემაშვილი ამჟამად არის "ქართული ოცნების" პარტიის წევრი და მას საკმაო გამოცდილება აქვს ორგანიზაციულ საკითხებში.
რაც შეეხება კობა ნარჩემაშვილის გეგმებს, მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისევ ძალოვან სტრუქტურაში ბრუნდება. მისი თქმით, მისი სამომავლო გეგმები საჯარო პოლიტიკას უკავშირდება.
ნარჩემაშვილის განცხადებით, ის ამჟამად არის "სოციალ-დემოკრატების" აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. მისივე ინფორმაციით, ძალოვან სტრუქტურაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მასთან არანაირი შეთავაზება არ ყოფილა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1338
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია