დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საბურთალოს გამგეობა ამხანაგობის თავმჯდომარეებისთვის ტრენინგ-სემინარის ჩატარებას გეგმავს
ავტორი:
2013/ნოემბერი/06 12:00:02
საბურთალოს გამგეობა ამხანაგობის თავმჯდომარეებისთვის ქალაქგარეთ მორიგი ტრენინგ-სემინარის ჩატარებას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგერნტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ტრენინგ-სემინარის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 61 600 ლარია და გამარჯვებულმა მონაწილეების მაღალი ხარისხის ტრანსპორტით გადაადგილება და მაღალი ხარისხის კვება უნდა უზრუნველყოს.
სატენდერო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრეინინგ-სემინარის ჩატარების ადგილი თბილისიდან მინიმუმ 50 კილომეტრის დაშორებით უნდა იყოს. ტრეინინგ-სემინარი სამდღიანია და 2013 წლის 13 დეკემბიდან - 2013 წლის 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 140 პირი მიიღებს. ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება მომსახურების გაწევის ვადებში დელეგაციის წევრები დააზღვიოს ჯამრთელობის და ტრანსპორტირების დაზღვევის სრული პაკეტით. გამარჯვებულმა ასევე უნდა უზრუნველყოს მონაწილეების ერთ სასტუმროში ერთდროული განთავსება.
ამასთან სასტუმროს უნდა გააჩნდეს ტრეინინგ-სემინარის ჩატარებისათვის არანაკლებ 140 კაციანი დარბაზი კონფერენციისათვის, ან 2 საკონფერენციო დარბაზი თითოეული არანაკლებ 70 ადამიანის ტევადობით.
დელეგაციის წევრებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის ყოველდღიური სამჯერადი კვებით მომსახურება. გარდა ამისა სემინარის მიმდინარეობისას მონაწილეები სამხარით ორჯერ უნდა უზრუნველყონ.
საბურთალოს რაიონის ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ტრენინგი წელს უკვე მეორედ ტარდება. საბურთალოს გამგეობამ ამხანაგობების 300 თავმჯდომარეს სამდღიანი სემინარი ურეკში ივნისში ჩაუტარა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1218
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია