დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით დონორთა კონფერენცია გაიმართება
ავტორი:
2013/ნოემბერი/05 20:00:02
საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით ხვალ დონორთა კონფერენცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქსტატიდან" აცნობეს, საქართველოს მთავრობის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ერთობლივი ღონისძიება სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ჩატარდება.
კონფერენციის მიზანია, მოსახლეობის აღწერისთვის დონორთა დახმარების მობილიზება და კოორდინაცია.
კონფერენციას გახსნიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ხადური, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1223
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია