დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ მელიქიშვილი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/05 15:30:03
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ მელიქიშვილი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, 2013 წლის 9 თვის მიხედვით , მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 1,7% შეადგინა, ცალკე 2013 წლის III კვარტლის საშუალო ზრდა 1,3% დაფიქსირდა, რაც "კატასტროფულად" - 6%-ით ნაკლებია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2012წ.-7,3%).
"მხოლოდ სექტემბრის თვეს თუ შევადარებთ, აქაც მშპ-ს ზრდის ტემპი არასახარბიელოა 1,7%, როდესაც 2012 წელს ეს მაჩვენებელი 6,8% შეადგენდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საშუალო რეალური ზრდის ტემპი 2,2%-ს ვერ გადააჭარბებს და იმაზე დაბალი იქნება წლის ბოლოს, ვიდრე სხვადასხვა საერთაშორისო ორნგანიზაციების მიერ არის პროგნოზირებული (2,5%, 3%)", - განაცხადა მელიქიშვილჯმა.
დეპუტატის შეფასებით, მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გავლენა მოახდინა ბიუჯეტის შესრულებაზეც.
"2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლები დაიგეგმა 6920 მლნ ლარის ოდენობით, 2012 წელთან შედარებით 9,6%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული (6 311მლნ ლარი), რაც ვერ შესრულდება. ვინაიდან 10 თვის მდგომარეობით წლიური გეგმა შესრულებულია 73%-ით (5061 მლნ ლარი), ორ თვეში გადასახადების კუთხით 1859 მლნ ლარის მობილიზება საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით შეუსრულებელი ამოცანაა. გარდა ამისა, არსებობს დიდი საშიშროება, გასული წლის რიცხვიც (6311 მლნ ლარი) ვერ შეასრულოს სამინისტრომ, რადგან საშუალოდ დარჩენილ თვეებში 625 მლნ ლარის მობილიზება ფაქტობრივი დინამიკის ფონზე ძნელად წარმოსადგენია. 2013 წლის ოქტომბერში მობილიზებული იქნა 479.5 მლნ. ლარი რაც გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 57.8 მლნ. ლარით ნაკლებია (537.3 მლნ. ლარი)", - აცხადებს მელიქიშვილი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია