დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზურაბ ჭიაბერაშვილი "ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევანის" კვლევას ეხმაურება
ავტორი:
2013/ნოემბერი/05 13:00:02
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ორგანიზაცია "ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევანის" მიერ პროექტის "გენდერული ბალანსი საჯარო სამსახურში" ჩატარებულ კვლევას ეხმაურება.
ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, საბიუჯეტო სახსრების არარსებობის მიზეზებით მთავრობამ ასეულობით რაიონული, თუ ნაციონალური მასშტაბის პროექტი გააჩერა და ამ პროექტებში დასაქმებული უამრავი ადამიანი უმუშევარი დატოვა.
მისივე თქმით, იმავდროულად, ორგანიზაციის "ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევანის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტების გამგეობებში, განსაკუთრებით კი მუნიციპალურ შპს-ებსა და სიპ-ებში ხდება საშტატო ერთეულების დამატება და იქ "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმება.
ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში გამოყენებულ კითხვარს 18 მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპასუხა. ამ 18-დან საშტატო ერთეულები გაიზარდა 15-ში, ერთში არ შეცვლილა, 2-ში კი შემცირდა. საერთო ჯამში, ამ 18 მუნიციპალიტეტში 766 საშტატო ერთეული დაემატა. კვლევაში მკაფიოდ ჩანს საშტატო ერთულების ხელოვნურად ზრდის ტენდენცია და დიდი ალბათობით იგივე ხდება იმ მუნიციპალიტეტებშიც, რომლებმაც არ გაასაჯაროეს მსგავსი ინფორმაცია. კვლევის ანალიზით დგინდება, რომ, საერთო ჯამში, წლიურად სახელმწიფო ბიუჯეტს "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმება 15 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1223
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია