დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტს შესაძლოა, კონსტიტუციით გარანტირებული შეწყალების პრივილეგია შეეზღუდოს
ავტორი:
2013/ნოემბერი/05 10:00:03
საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა, კონსტიტუციით გარანტირებული შეწყალების პრივილეგია შეეზღუდოს. ომბუდსმენის რეკომენდაციას, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ინსტიტუტის გამოყენების კონსტიტუციურ–სამართლებრივ ფარგლებში მოქცევის შესახებ არასამთავრობოების ნაწილიც იზიარებს.
უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ნებისმიერი შეწყალების აქტი ჰუმანურობის პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს, თუმცა ის გარკვეულ ჩარჩოებში უნდ აიყოს მოქცეული.
"როდესაც პატიმარი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, სხვა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ამ პატიმრის შეწყალების საკითხი იმ პატიმრისგან განსხვავებით, რომელიც აღიარებს დანაშაულს და ითხოვს პატიებას", - განაცხადა ნანუაშვილმა.
პრეზიდენტის მიერ საკუთარი თავისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე.
"პრეზიდენტმა საკუთარ ბრძანებულებაში ცვლილების შეტანით თქვა – მე შემიძლია, ყველას შეწყალება ყოველგვარი კრიტერიუმის მიუხედავად და შემიძლია გამოვუშვა ყველა, როდესაც მომინდება. ასეთი ფართო უფლებამოსილებით სარგებლობს დღეს პრეზიდენტი. ამას, ბუნებრივია, სჭირდება რეგულაცია. არ შეიძლება, ასეთი ფართო საკითხი საკანონმდებლო და იურიდიული ჩარჩოების მიღმა არსებობდეს", - განაცხადა კოჟორიძემ.
ომბუდსმენისა და არასამთავრობოების ნაწილის მოსაზრებას გარკვეულწილად საპარლამენტო უმრავლესობაშიც იზიარებენ. დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით შესაძლოა, უფრო მკაფიო განმარტებები გაკეთდეს.
"როგორც ჩანს, უფრო მკაფიო ფორმულირება შეიძლება გახდეს საჭირო, რათა გარკვეული საზღვრები დავადგინოთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
უმცირესობაში კი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით უფლებები ისედაც ეზღუდება და დამატებითი რეგულაციების დაწესება საჭირო არ არის.
დეპუტატი ნუგზარ წიკლაური "პრინციპულად წინააღმდეგია, პრეზიდენტი გადაიქცეს ისეთ თოჯინად, რომელსაც ქვეყანაში არავინ არაფერს ეკითხება".
"მარტო ის რად ღირს, რომ პირველი ლედიც კი არ არის პირველი ლედი მისთვის და არ მგონია, რომ დამატებითი უფლებებიც უნდა შევუზღუდოთ", - განაცხადა წიკლაურმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია