დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ მიიღო
ავტორი:
2013/ნოემბერი/04 22:30:03
ლატვიაში ოფიციალური ვიზით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ სოლვიტა აბოლტინამ მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდნ აცნობეს, საუბრის მთავარი თემები საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, ვილნიუსის სამიტი და ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები იყო.
ლატვიის სეიმის თავმჯდომარის, სოლვიტა აბოლტინას შეფასებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. მან ქართულ მხარეს როგორც ვილნიუსის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე, ასევე ზოგადად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელიც ძალაში შედის საქართველოში ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. დავით უსუფაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტის ინსტიტუციურ განვითარებაზე და პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილებების გაზრდაზე გაამახვილა. როგორც პარლამენტში განმარტავენ, სოლვიტა აბოლტინამ ამ მიმართულებებით გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.
ლატვიურმა მხარემ მოიწონა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის წინადადება, ორი ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომის გამართვის შესახებ.
მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ლატვიის სეიმის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი გაჩეჩილაძე და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი დავით დარჩიაშვილი მონაწილეობდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ბრიფინგის შემდეგ, სოლვიტა აბოლტინა და დავით უსუფაშვილი სეიმის შენობაში გამართულ ლატვიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მარკის მაკეტის პრეზენტაციას დაესწრნენ.
დღესვე, დავით უსუფაშვილმა რიგაში მდებარე თავისუფლების მონუმენტი თაიგულით შეამკო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია