დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ სანიკიძე - გიორგი მარგველაშვილმა შემოგვთავაზა, რომ პრეზიდენტის სასახლე საგანმანათლებლო სფეროში გამოვიყენოთ
ავტორი:
2013/ნოემბერი/04 12:30:02
გიორგი მარგველაშვილმა შემოგვთავაზა, რომ პრეზიდენტის სასახლე საგანმანათლებლო სფეროში გამოვიყენოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა , თამარ სანიკიძემ განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე საუბარი არ ყოფილა.
"შემიძლია გაგანდოთ ინფორმაცია, რომელსაც პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ვფლობთ. გუშინ ვესაუბრე გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც შემოგვთავაზა და რომლის ინიციატივაც არის, რომ ეს შენობა საგანმანათლებლო სფეროში გამოვიყენოთ.
ჩემი მოსაზრება არის, რომ ეს შენობა უნდა გამოვიყენოთ მილენიუმის მეორე კომპაქტის ფარგლებში, სადაც ვფიქრობთ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დაფუძნებას. მე მგონი ძალიან შესაფერისი და ძალიან კარგი იქნებოდა ამ შენობის ამ საქმიანობისთვის გამოყენება",-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია