დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე სავარაუდოდ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაეთმობა
ავტორი:
2013/ნოემბერი/04 10:30:02
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე სავარაუდოდ, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაეთმობა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ 
გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, იქვე გაკეთდება საგამოფენო დარბაზი, ხელნაწერთა გამოფენები და შეხვედრების დარბაზი.
"ეს ყველაფერი კი იქნება ხალხის და არა ერთი კაცის სამსახურში", - განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი იმუშავებს ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში, რომელსაც ახლა არემონტებენ.
"მოგეხენებათ, ამ შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო ვანო მერაბიშვილმა, როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდა. დღეს ვნახე შენობის ხარჯთაღრიცხვა. მილიონ ნახევარი ლარი იყო გამოყოფილი მხოლოდ ელექტრონული, კოდირებული საკეტებისთვის, რომელიც ხმა და ტყვიაგაუმტარი კარებებისთვის უნდა მოერგოთ. 300-400 ათასი ლარი ჰაერის ფილტრებისთვის - მერაბიშვილს სუფთა ჰაერი უნდა ესუნთქა. მოკლედ, ვანო ნირვანას იმზადებდა. ეს თანხა აღარ დაიხარჯება, რადგან საქართველოს ახალ პრეზიდენტს არ სჭირდება ასეთი ფუფუნება. ნახეთ ერთი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 170 ადამიანი რომ იყო დასაქმებული, რას აკეთებდნენ და რა ხელფასი ჰქონდათ. უნდა შემცირდეს გაბერილი საშტატო ერთეულები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აპარატი უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას მოემსახურება", -განაცხადა საგანელიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია