დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი თბილისის თვითმმართველობაში გასატარებელ ცვლილებებს გამოეხმაურა
ავტორი:
2013/ნოემბერი/01 16:30:03
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის აზრით, დედაქალაქის თვითმმართველობის ფარგლებში გასატარებელი ცვლილებები , თვითმმართველობის რეფორმის კონტექსტში უნდა იყოს განხილული და გადაწყვეტილი.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, უსუფაშვილმა "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ავტორებს მიმართა, რომ იმსჯელონ, კანონპროექტის ან გაწვევაზე და მის თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ან პარალელურ, სინქრონულ რეჟიმში განხილვაზე, რომ არ ასცდნენ იმ ხაზს, რაც თვითმმართველობის მიმართულებით არის განსახორციელებელი.
დავით უსუფაშვილი მიესალმა იმ ფაქტს, რომ მთავრობამ თვითმმართველობის კოდექსის პროექტი მოიწონა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი პარლამენტს ძალიან მალე წარედგინება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია