დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობს
ავტორი:
2013/ნოემბერი/01 13:30:02
მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებზე მსჯელობს. მიხეილ სააკაშვილის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნინო კალანდაძემ წარუდგინა.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე დადებული ვეტო, კიდევ ერთი იქნება, რომლის დაძლევასაც უმრავლესობა შეეცდება და ამაზე მსჯელობა პარლამენტში ამ დროისთვის მიმდინარეობს.
პრეზიდენტისთვის მიუღებელია კანონპროექტის ის ნორმა, რომლის თანახმად, მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე, სამწლიან გამოსაცდელ ვადას გაივლიან, რაც მისივე შეფასებით, ხელყოფს სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას და ასუსტებს მას. პრეზიდენტი საკუთარ შენიშვნებში მიუთითებს, რომ კონსტიტუცია მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დანიშნავს იმპერატიულად არ ითხოვს და მხოლოდ ამის შესძლებლობას უშვებს.
სააკაშვილის შენიშვნები კანონპროექტის იმ ნაწილსაც ეხება, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სამი წლით დანიშნულ მოსამართლეს მონიტორინგი უნდა ჩაუტარონ და მხოლოდ ამ მონიტორინგის შემდეგ ხდება შესაძლებელი, მათი უვადოდ გადანიშვნა. ამასთან დაკავშირებით სესიაზე აღნიშნა, რომ მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებისას ისედაც მკაცრი კრიტერიუმები მოქმედებს, ისინი მომზადებას გადიან სამოსამართლო უმაღლეს სკოლაში.
პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ პროექტს მხარი არ უნდა დაუჭირონ. ვეტოდადებული კანონპროექტის ავტორმა და ინიციატორმა შალვა შავგულიძემ განმარტა, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნამდე, გამოსცდელი ვადა მრავალ ქვეყნაში მოქმედებს და ეს წესი გათვალისწინებულია საერთაშორისო აქტებით, ევროპული ქვეყნების კანონმდებლობით. მისივე თქმით, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასება მაქსიმალურად ობიექტური კრიტერიუმებით მოხდება და ყველას ექნება თანაბარი შანსი, უვადოდ დაინიშნონ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1149
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია