დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საარჩევნო სიის მიხედვით, ირინა იმერლიშვილი პარლამენტში მანანა ბერიკაშვილმა უნდა შეცვალოს
ავტორი:
2013/ნოემბერი/01 13:00:02
კოალიცია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით, ირინა იმერლიშვილი პარლამენტში  მანანა ბერიკაშვილმა უნდა შეცვალოს.  საარჩევნო სიაში  , იმერლიშვილის ადგილმონაცვლე მანანა ბერიკაშვილია, რომელსაც ამჟამად კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკავია.
ამასთან, იმ შემთხვევაში თუკი ბერიკაშვილი დაკავებულ თანამდებობას სადეპუტატო მანდატზე არ გაცვლის და კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადადგომაზე უარს იტყვის, მაშინ იმერლიშვილს პარლამენტში ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ იმელიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ინიშნება. აღნიშნული თანამდებობა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმერლიშვილს დანიშვის შემდეგ, პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას მოუხსნის. ეს ყველაფერი კი, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოხდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1195
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია